ცნობილი ადამიანები

"გრცხვენოდეთ" - რიანა SNAPCHAT-ს პასუხობს

washingtonpost.com

რამდენიმე დღის წინ აპლიკაცია Snapchat-ში თამაში "Would you rather"-ის რეკლამა გამოჩდნა, კითხით - "გირჩევნიათ, რიანას გაარტყათ თუ კრის ბრაუნს მუშტი დაარტყათ?"

სნეფჩეთში გამოჩენილ რეკლამას რიანამ საკუთარ ინსტაგრამზე უპასუხა.

"სნეფჩეთი არასდროს ყოფილა ჩემი საყვარელი აპლიკაცია, მაგრამ ახლა მინდა გავერკვიო რა საჭირო იყო ამ ქაოსის გამოწვევა. ეს არ ეხება ჩემს პერსონალურ გრძნობებს, რადგან მე ისინი არ გამაჩნია. მაგრამ ყველა ქალი, ბავშვი და კაცი, ვინც ოდესმე გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი წარსულში - თქვენ [Snapchat-მა] ყველას უღალატეთ." - დაწერა რიანამ.

მოგვიანებით, სნეფჩეთის მფლობელმა კომპანიამ Snap Inc.-მა ბოდიში მოიხადა.

"რეკლამა ზიზღის გამომწვევი იყო და არასდროს არ უნდა გამოჩენილიყო სნეფჩეთში. ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს საშინელი შეცდომა დავუშვით. ჩვენი კომპანია იძიებს, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდება"- თქვა Snap Inc.-ის წარმომადგენელმა.

კომპანიის ბოდიშს რიანამ ისევ საკუთარ ინსტაგრამზე უპასუხა, რომ ის ამ ბოდიშს არ მიიღებს. 

2009 წელს მომღერალი კრის ბრაუნი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მის მიერ მაშინდელ შეყვარებულზე, რიანაზე ფიზიკური ძალადობის გამო.

კომენტარები