მეტროსადგური გურამიშვილი

მეტროსადგური „გურამიშვილი“ დაგეგმილი 15 მარტის ნაცვლად, აპრილის ბოლოს გაიხსნება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ დაგეგმილი 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით
შეჩერდა.

"მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში
შეკიდული ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის
გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ყველა მეტროსადგურის მდგომარეობას ამოწმებს." - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი 30 იანვარს ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია. 

კომენტარები