ავიაკატასტროფა

ირანში მომხდარ ავიაკატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა

bbc

ირანში თურქული კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ირანის დასავლეთით მთიან რეგიონში ქალაქ შაჰრე კორდის მახლობლად მოხდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ბორტზე ცნობილი თურქი ბიზნესმენის ჰუსეინ ბასარანის შვილი და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ.

28 წლის მინა ბასარანი და მისი მეგობრები დუბაიდან წინა საქორწინო წვეულებიდან სტამბოლში ბრუნდებოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები უკვე ნაპოვნია.

ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.

 

კომენტარები