რუსეთი-ევროკავშირი

ევროკავრშირი რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ სანქციებს 6 თვით უხანგრძლივებს

Reuters

ევროკავშირმა რუსეთისათვის ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში ამბოხებულების მხარდაჭერის გამო დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა.

სანქციები მოიცავს 150 ადამიანისა და 38 კომპანიისათვის მოგზაურობაზე შეზღუდვებს და ანგარიშების გაყინვას. ისინი ძალაში 15 სექტემბრამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით პუტინი წინასაარჩევნო კამპანიას სოწრედ ოკუპირებულ ყირიმში მრავალათასიანი აქციით დაასრულებს, რომელიც ე.წ. რეფერენდუმის წლისთავს დაემთხვევა.

კომენტარები