უბედური შემთხვევა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად მუშა დაიღუპა

flickr

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მუშა დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების დროს იგი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა.

"ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ დ.ძ. სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი იყო.

კომპანიის ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

კომენტარები