ყალბი ფული

ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 18 000 ლარის ყალბი 100-ლარიანები გაასაღა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში 18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის  მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები