რუანდა

რუანდაში ეკლესიაზე მეხის დაცემას 16 ადამიანი ემსხვერპლა

Guardian

გუშინ რუანდას სამხრეთით, ნიარუგურუს პროვინციაში მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიას მეხი დაეცა. დაიღუპა 16 ადამიანი და დაშავდა 140. სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

პროვინციის მერის განცხადებით მეხმა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი სტუდენტიც მოკლა.

ორი კვირის წინ რუანდაში 700-ზე მეტი ეკლესია დახურეს, რადგან შენობები უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებდა. მიზეზებს შორის იყო მეხამრიდების უქონლობაც.

კომენტარები