ვითარება გზებზე

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ98 დიზი-ლახამულას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად თავისუფალია.

შეზღუდვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაობი, რათა ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილება აღდგეს", - აცხადებენ უწყებაში.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ, 9 მარტს ინტენსიური ქვის ცვენის გამო აიკრძალა.

კომენტარები