ვითარება გზებზე

რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

გზების დეპარტამენტი

მთელი საქართველოს მასშტაბით დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები:

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ200 (სურამის კვანძი-არგვეთა) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ67-კმ106 (ჭიათურა-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ99-კმ125 (ჭველიერი-მელე) მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე

ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ88-კმ106 (ხულო-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ66 (კორშა-ბისო) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ25-კმ53 (მაღაროს კარი-კორშა) მონაკვეთსა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე

"საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები