მინდა, გამოვეხმაურო თბილისის მერის, ბატონი კახა კალაძის ინიციატივას, რომელიც ქალაქში გაკეთებულ წარწერებში ქართული დამწერლობის სავალდებულო გამოყენების პრინციპს ეხება. ჩვენ მზად ვართ, ეს წინადადება სათანადოდ დავამუშავოთ და ავსახოთ კანონმდებლობაში. მერის ინიციატივა, ვფიქრობ, რომ არის სამართლიანი და დროული, ყველამ უნდა ვცეთ პატივი კანონს და უპირველესად, გარე აბრებზე ქართული წარწერები უნდა იყოს გაკეთებული. ქართული მსოფლიოს 14 ძირითად დამწერლობას შორის ერთერთი და უძველესია. მეც, როგორც პარლამენტის წევრს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მინდა, ჩემი შვილები, პირველ რიგში, ქართულ წარწერებს კითხულობდნენ ქალაქის ქუჩებში და ამერიკელ ან ევროპელ მეგობრებსაც სიამაყით აჩვენებდნენ ქართულ ანბანს და ტექსტებს. თითოეული სტუმარი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ იმიტომ ჩამოდის, რომ საქართველოში ის ხედავს უძველეს, ღრმა და თვითმყოფად ცივილიზაციას, კულტურას, დამწერლობას და განუმეორებელ ამბავს. ამ ამბის გადმოსაცემად ქართული დამწერლობა აუცილებელია
tbl.ge/2tj2
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




