აშშ-ჩრდილოეთ კორეა

აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას კიმ ჩენ ინის ნახევარძმის მკვლელობის გამო სანქციები დაუწესა

flickr

აშშ-ის მთავრობის განცხადებით, კიმ ჩენ ინის ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის მკველობის გამო ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესეს. ახალი სანქციები, რომელებიც ძალაში 5 მარტს შევიდა ბირთვული პროგრამის გამო უკვე არსებულ სანქციებს ემთხვევა.

"აშშ გმობს ქიმიური იარაღის გამოყენებას მკვლელობისათვის. ქიმიური იარაღის წინააღმდეგ არსებული საყოველთაო ნორმების ეს საჯარო დარღვევა ჩრდილოეთ კორეის უგუნურებას მოწმობს და ხაზს უსვამს, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ნებისმიერი ტიპის მასობრივი განადგურების იარაღს მათ ხელში." - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჰეზერ ნაუერმა.

კიმ ჩენ ნამი კუალა ლუმპურში გასული წელის თებერვალში მოწმლეს. მალაიზიამ მკვლელობაში დამნაშავე ორი ქალი დააკავა. გამოძიების შედეგად მათ დაადგინეს, რომ მკვლელობის უკან ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი იდგა. ოფიციალური ფხენიანი ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინის რეჟიმი მზადაა აშშ-სთან ბირთვული იარაღის დათმობაზე ისაუბროს. სამხრეთ კორეის დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ კიმ ჩენ ინი დროებით სარაკეტო და ბირთვული იარაღის გამოცდებისაგან თავის შეკავებას დათანხმდა.

კომენტარები