თეთრი სახლი

დონალდ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

გარი კონი და დონალდ ტრამპი
AFP

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩეველი გარი კონი გადადგა.

ვარაუდობენ, რომ კონი ტრამპის მიერ იმპორტირებულ ფოლადზე ტარიფების დაწესების გამო გადადგა. გავრცელებული ცნობით, კონის პოზიცია "სავაჭრო ომის" წამოწყების თაობაზე პრეზიდენტისა და სავაჭრო მრჩევლის, პიტერ ნავაროს პოზიციებისაგან განსხვავდებოდა.

მისი გადადგომის შემდეგ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა:

"ცრუ ინფორმაციის ნარატივი არის, რომ თეთრ სახლში ქაოსია. მცდარია! ხალხი ყოველთვის მიდის და მოდის, და მე მინდა ძლიერი დიალოგი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კიდევ მყავს ხალხი, ვისი შეცვლაც მინდა (ყოველთვის ველტვი სრულყოფილებას). ქაოსი არ არის, მხოლოდ ძალიან კარგი ენერგია!"

ტრამპმა დაწერა, რომ კონის შემცვლელს მალე გამოაცხადებს. "ბევრ ადამიანს სურს ეს სამსახური - ბრძნულად ავირჩევ!" დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თეთრი სახლი კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჰოუფ ჰიქსმაც დატოვა.

ახალ ტარიფებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კომენტარები