აშშ-ისრაელი

ტრამპი: შესაძლოა იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას დავესწრო

დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მიიღო.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, დაესწრებოდა თუ არა იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას ტრამპმა უპასუხა:

"შესაძლოა, შესაძლოა. როგორც იცით, მათ უკვე დაიწყეს მშენებლობა. ჩვენ ვისაუბრებთ ამ და სხვა საკითხებზე."

"ჩვენ ავაშენებთ [საელჩოს] სწრაფად და მცირე დანახარჯებით. გასულ კვირას მილიარდი დოლარის მოთხოვნით მოვიდნენ ჩემთან. მე ვუთხარი: "მილიარდი? რისთვის? ჩვენ საელჩოს ვაშენებთ." "ეს დროებითია, მაგრამ კარგი იქნება. 250,000 აშშ დოლარი მილიარდის სანაცვლოდ."

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით საელჩო იერუსალიმში საკონსულოს შენობაში მაისში გადავა.

მან ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც იერუსალიმის საკითხი "მოიხსნა" სამშვიდობო პროცესს ხელი შეეწყობა. "პალესტინელები გამალებით ელიან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას." "თუმცა, თუ ისინი არ დაბრუნდებიან, არ იქნება მშვიდობა, და ესეც ერთ-ერთი შესაძლებლობაა. მე არ ვამბობ, რომ ასე იქნება. ყველა ამბობს, რომ ყველა შეთანხმებას შორის ეს ყველაზე რთულია." თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის ოფიციალურ დედაქალაქ სცნო და თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანდნენ. მის ამ ნაბიჯს აზრთა სხვადასხვაობა და ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე პროტესტი მოჰყვა.

ისრაელის პრემიერმინისტრს კორუფციაში სდებენ ბრალს, ხოლოდ აშშ-ში ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შეთქმულებას იძიებენ. ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საკითხები აბარია, გასაიდუმლოებულ მასალებზე წვდომა შეუზღუდეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუშნერის ბიზნეს ინტერესებს მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად იყენებდნენ.

კომენტარები