საპრეზიდენტო არჩევნები 2018

სააკაშვილი: 2018 წელს ხელისუფლებაში უნდა დავბრუნდეთ, ეს რეალისტური ამოცანაა

საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე. ამ პირობებში ივანიშვილმა პრაქტიკულად გამოაცხადა კასტინგი მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე. ის გვიბიძგებს, ვიბრძოლოთ იმისთვის, თუ ვინ იქნება მეორე ადგილას ყველა შემდგომ არჩევნებზე და დავკმაყოფილდეთ ამ საპატიო პრიზით. ნურას უკაცრავად, ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ საქართველოს ხელისუფლებაში უკვე 2018 წელს. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს? ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნების მოგების ფონზე ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო. ეს სრულიად რეალისტური ამოცანაა. ივანიშვილი არ ყოფილა ასეთი სუსტი არასდროს, ბოლო წლებში. ხალხს ის ბოლომდე სძულს. ყველა ყველაფერს მიხვდა. საზოგადოების ყველა ნაწილს აეხილა თვალი. ყველამ დაინახა განსხვავება იმას შორის რაც იყო და რაც ამათ მოშალეს და გაანადგურეს. რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური პროგრამა და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ამ უბედურებიდან ხელახლა ამოყვანა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპრეზიდენტო კამპანიისთვის. პრაიმერიზის გზით ყველა არგაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად ჩვენ უნდა შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი

ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი ვიდეომიმართვაში

კომენტარები