ბორჯომის საკრებულო

ბორჯომის ქართული ოცნების წევრი მერი გაიფიცა - ოპოზიციურ საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს

სამხრეთის კარიბჭე

მესამე დღეა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია პარალიზებულია. მიზეზი თანამშრომლების პროტესტია - ისინი სამსახურში მას შემდეგ არ ცხადდებიან, რაც ქალაქის საკრებულომ მერიის თანამდებობის პირებისთვის ხელფასის მომატების ინიციატივა ჩააგდო.

ბორჯომის მერი ქართული ოცნების წევრია, საკრებულოს უმრავლესობა კი ოპოზიციური პარტიების წევრებისგან შედგება. მისი თავმჯდომარე პატრიოტთა ალიანსის წევრი ზაზა ჩაჩანიძეა. ქართული ოცნების წევრი, ლევან ლიპარტია ბოიკოტს სწორედ ოპოზიციურ საკრებულოს უცხადებს. 

ბორჯომის მერმა "სამხრეთის კარიბჭეს" უთხრა, რომ ისინი მუშაობას წყვეტენ, ორშაბათს კი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვენ.

"მაგის მიხედვით გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა მუშაობას“. - ამბობს ლევან ლიპარტია "სამხრეთის კარიბჭესთან"

ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა მუშაობა საკრებულოს 28 თებერვლის სხდომის შემდეგ შეწყვიტეს - საკრებულომ მხარი არ დაუჭირა ქართული ოცნების ინიციატივას, რომელიც ბორჯომის მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებდა. 

  • ბორჯომის მერი - 850 ლარით.
  • მერის პირველი მოადგილე - 600 ლარით.
  • მერის მეორე მოადგილე - 500 ლარით.
  • სამსახურების უფროსები - 450 ლარით. სულ ბორჯომის მერიაში 9 სამსახურია.

სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა, რის შემდეგაც მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს აოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა.

გუშინვე ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა აქცია გამართეს და თქვეს, რომ უკვე 2 თვეა, ხელფასები არ აუღიათ. თუმცა, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ მათ რიგითი საჯარო მოხელეების ხელფასები 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად დაამტკიცეს და თუ ახლა სარგოს ვერ იღებენ, მხოლოდ და მხოლოდ მერის პასუხისმგებლობაა. 

კომენტარები