აზიური ფაროსანა

მინისტრის მოადგილე: ფაროსანას წინააღმდეგ "მოიზიდე და მოკალის" პრინციპს დავნერგავთ

სრულიად საქართველოში განვათავსებთ ფერომონებს, რომელიც ამ მავნებლის მიმზიდველია, ის იჭერს მწერს. ყოველკვირეული მონიტორინგის საფუძველზე განვსაზღვრავთ იმ წერტილებს, როდის უნდა დავიწყოთ ფაროსანასთან ბრძოლა. წინა წელს განთავსებული იყო 21 ათასი ფერომონი, მიმდინარე წელს შეძენილია 100 ათასზე მეტი ფერომონი იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ ყველაზე მეტად დაზიანებული კერები.

ამავე ფერომონების მეშვეობით გვექნება საშუალება, "მოიზიდე და მოკალის“ პრინციპი დავნერგოთ. შეიქმნება ადგილები, სადაც ფერომონების საშუალებით მოვიზიდავთ მავნებელს და მოხდება მათი ლიკვიდაცია წერტილოვანი დარტყმით, რათა არ მოხდეს მთლიანად ტყის მასივების, გარემოს შეწამვლა, რაც არ შეიძლება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები