აზიური ფაროსანა

ბახტაძე: შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა

ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა და წლევანდელი წელი გარდამტეხია. მიხარია, რომ მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. უკვე ვიცით, რომ წელს ჩვენი ფერმერები ღირსეულ შემოსავალს მიიღებენ. რა თქმა უნდა, სანამ ეს პრობლემა არსებობს ჩვენ არ გავჩერდებით და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ეს პრობლემა ბოლომდე იქნას გადაჭრილი.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას ისაუბრა.

კომენტარები