კატალონია

კარლეს პუჩემონტმა კატალონიის პრეზიდენტის პოსტზე უარი თქვა

EPA

კატალონიის პრეზიდენტმა, კარლეს პუჩემონტმა პრეზიდენტად ხელახლა არჩევაზე უარი თქვა.

პუჩემონტმა სოციალურ მედიაში 13 წუთიანი ვიდეო გაავრცელა და დაადასტურა, რომ პრეზიდენტობას აღარ აპირებს. მან კატალონიის პარლამენტს "დიდი მწუხარებით" აუწყა, რომ პოსტის დაკავებას ვერ შეძლებს და მათ ალტერნატიული კანდიდატი უნდა აირჩიონ. მან მხარი ჟორდი სანჩესის კანდიდატურას დაუჭირა.

"არავინც წარმოადგენს "ერთად კატალონიისათვის" ღირებულებებს მასზე უკეთ. ის არის მშვიდობის კაცი, რომელიც ესპანურ ციხეში უსამართლოდაა გამოკეტილი." თქვა პუჩემონტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ "რესპუბლიკის საბჭოს" ჩამოყალიბებას აპირებს, რათა კატალონიის დამოუკიდებლობის იდეა გაავრცელოს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის ახალმა პარლამენტმა პუჩემონტს რეგიონის სიმბოლურ პრეზიდენტად დანიშვნის გეგმა შესთავაზა, რათა რეალურ პოსტზე ალტერნატიული კანდიდატები განეხილათ.

ჟორდი სანჩესი გასული წლის ოქტომბრიდან საპროტესტო აქციების ორგანიზებისათვის არის დაპატიმრებული.

ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ციხეში მყოფი პირის პრეზიდენტობა ისეთვე სირთულეებთან არის დაკავშირებული, როგორც ბელგიაში გაქცეული პუჩემონტის.

კომენტარები