ვითარება გზებზე

ენგურჰესთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე (ენგურჰესთან) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივად. აღნიშნულ მონაკვეთზე, მოძრაობის ორმხირვ რეჟიმში აღსადგენად ინტენისურად გრძელდება საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები", - აცხადებენ უწყებაში.

ენგურჰესთან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დიდი მოცულობის კლდის მასის ჩამოშლის გამო იყო აკრძალული.

კომენტარები