ინფლაცია

წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, თებერვალში სურსათის ფასი 3.4%-ით გაიზარდა

Reuters

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის თებერვალში 2017 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.7% შეადგინა. 

ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათზე ფასების 3.4%-იანმა მატებამ გამოიწვია. ამ სექტორში ფასები ყველაზე მეტად ხილსა და ყურძენზეა გაზრდილი - წინა წელთან შედარებით 22%-ით. ფასები გაზრდილია ყველსა და კვერცხზე - 6.2%-ით. ხორცპროდუქტებში ფასები 3.9%-ითაა გაზრდილი.

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.3%-ით არის გაზრდილი. ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე - 4.3%-ით, სამედიცინო აპარატურასა და მოწყობილობებზე - 5.7%-ით პროცენტით, ხოლო საავადმყოფოს მომსახურების ღირებულება - 2.6%-ით. 

რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ღირებულებას, ამ ჯგუფში თებერვალში 2014 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 7.4%-ით არის გაზრდილი. თამბაქოს ნაწარმის ღირებულება 11.8%-ით არის გაზრდილი. 

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 2.9%-ით. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-11,1 პროცენტი).

კომენტარები