ყალბი ფულის გასაღება

400 ყალბი დოლარის გასაღებისთვის, ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შიდა ქართლის რეგიონში, ოთხი ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა გაასაღა.

"დაკავებისას, ბრალდებულისაგან დამატებით ამოვიღეთ 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები