ბორჯომის ინციდენტი

ბოკერია ბორჯომის ინციდენტზე: სადაც არჩევნები წააგო ხელისუფლებამ, ძალადობს

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ახალ შს მინისტრს, რომელმაც ბევრი ისაუბრა კანონის უზენაესობაზე. როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ საკრებულოს წევრებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ ჩავიდნენ, რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია?! ყოველთვის, როდესაც პრემიერ მინისტრის და ივანიშვილის ხელისუფლების სხვა წევრები მაღალფარდოვანი ტერმინებით გვესაუბრებიან დემოკრატიაზე, აგერ არის მაგალითი - სადაც არჩევნები წააგეს, მოსყიდვის მიუხედავად, იქ ამ წაგებას არ ეგუებიან და პასუხობენ ძალადობით. ეს არის სამარცხვინო და ძალიან დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის.

ბორჯომის ოპოზიციურ საკრებულოში დღეს დაპირისპირება მოხდა. მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს პიკეტირება მოახდინეს და ოპოზიციის წარმომადგენლებზე იძალადეს მას შემდეგ, რაც მერიის საშტატო ნუსხა და თანამშრომლებისთვის ხელფასების მატების საკითხი ჩააგდეს. მერია ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, ოპოზიცია კი ხელფასების მატებას არ თანხმდება.

კომენტარები