რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018

რუსეთში გამართულ პირველ საპრეზიდენტო დებატებზე მხოლოდ ჟირინოვსკი მივიდა

ვლადიმერ ჟირინოვსკი

Радио России-ს ორგანიზებულ საპრეზიდენტო დებატებზე მხოლოდ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი მივიდა.

ქსენია სობჩაკმა, პაველ გრუდინინმა და ბორის ტიტოვმა დებატებზე ნდობით აღჭურვილი პირები გაგზავნეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პანფილოვამ კანდიდატებს ამ საშუალების გამოყენებისაკენ მოუწოდა, რათა უკეთ მიაწოდონ გზავნილები ამომრჩევლებს.

არჩევნები მიმდინარე წლის 18 მარტს გაიმართება.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ რუსებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა. მას საკუთარი კანდიდატურის დარეგისტრირების უფლება არ მისცეს. სობჩაკის აზრით ბოიკოტი გამოსავალი არ არის.

"ვიყოთ ლოგიკურები. ალექსეი ნავალნის სურდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თუ კრემლი მის კანდიდატურას მიიღებს, ეს ასევე პუტინის ლეგიტიმაცია არ იქნება? და მაშინ მოუწოდებს ხალხს ბოიკოტისაკენ? რა თქმა უნდა, არა. ის ეტყოდა ხალხს "წადით და ხმა მომეცით, ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოგება არ შეგვიძლია, პუტინს მილიონობით მოწინააღმდეგე ჰყავს." თქვა სობჩაკმა ერთ-ერთი ინტერვიუში.

კომენტარები