არჩილ ტატუნაშვილის საქმე

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები ნატახტართან გზის გადაკეტვით იმუქრებიან

ამერიკის ხმა

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ნატახტართან აქციას მართავენ. ისინი მთავრობას 20 წუთს აძლევენ იმისთვის, რომ ადგილზე მივიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან. 

ცნობისთვის, დღეს ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს კიდევ რამდენიმე დღეს არ გადასცემს ოჯახს. მათი თქმით, "სიღრმისეული ექსპერტიზა" რუსეთმა უნდა ჩაატაროს. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან. 

კომენტარები