ქართული ფეხბურთი

ქუთაისის ტორპედომ საჩხერის ჩიხურა დაამარცხა და სუპერთასის მფლობელი გახდა

sportall.ge

ქუთაისის ტორპედო სუპერთასის მფლობელია. 

გუნდმა სუპერთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოიპოვა. 

ტორპედომ საჩხერის ჩიხურას 2:1 მოუგო. 

ანგარიში 77-ე წუთზე ჩიხურამ გახსნა. გოლი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა. 

თუმცა, მალევე ტორპედოს ფეხბურთელმა, გიორგი კუხიანიძემ ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი ლევან კუტალიას გოლმა ქუთაისელებს გამარჯვება მოუტანა. 

ქუთაისის ტორპედო გასულ სეზონში საქართველო ჩემპიონი გახდა, საჩხერის ჩიხურამ კი საქართველოს თასი მოიპოვა.

კომენტარები