ავიარეისები

ქუთაისის აეროპორტიდან მოსკოვის და პეტერბურგის მიმართულებით რეისები შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ორი ახალი მიმართულება ემატება.

რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ფრენებს ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით შეასრულებს. 

"გვაქვს სიახლე, რასაც საერთაშორისო საავიაციო ფორუმის ფარგლებში მივაღწიეთ. ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი - სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით იფრენს. რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან განხორციელდება" - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 სასტუმრო ბილტმორში მესამე დღეა გრძელდება.

საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიებაში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

კომენტარები