ვიზალიბერალიზაცია

საქართველოს რვა მოქალაქე კვიპროსში არ შეუშვეს

Reuters

საქართველოს რვა მოქალაქე კვიპროსში არ შეუშვეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიზეზი სათანადო დოკუმენტაციის არქონა გახდა. 

საქართველოს მოქალაქეები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვიპროსში, ლარნაკას მიმართულებით მიფრინავდნენ.

ერთი კვირის წინ, საქართველოს 19 მოქალაქე გამოაბრუნეს გერმანიის მემინგემის აეროპორტიდანაც. მიზეზი მაშინაც არასრული დოკუმენტაცია იყო.

რა შემთხვევაში შეიძლება არ შეგიშვათ მესაზღვრემ შენგენის წევრ ქვეყნებში, წაიკითხეთ აქ.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს მუშაობის უფლებას და არც ხანგრძლივად დარჩენას ითვალისწინებს. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა, მეგობრების და ახლობლების მონახულება შეგიძლიათ ყოველ 180 დღეში 90 დღის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე შენგენის ზონაში ყოფნის 90-დღიან რეჟიმს დაარღვევს, ის ავტომატურად ჩაითვლება არალეგალად, ემუქრება 5-წლიანი დეპორტი და შესაძლოა, 3 000 ევროთიც დაჯარიმდეს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებას აპირებს და თუ ახლა არალეგალებს თავიანთი ხარჯებით არ უწევთ რეადმიისიის ფარგლებში ქვეყანაში დაბრუნება, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, თავად მოუწევთ საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთის შეძენა.

კომენტარები