კრიმინალი

სამტრედიაში სახლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს

flickr

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი - 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.თ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ერთ-ერთი მოქალაქის სახლში შეიჭრნენ, საიდანაც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ფული, ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნიღბები, დანები და საბრძოლო მასალა ამოიღო. გარდა ამისა, ერთ-ერთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ოქროს სამკაულები" - აცხადებს შსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები