უბედური შემთხვევა

გურჯაანში, სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს, 26 წლის მუშა დაიღუპა

flickr

გურჯაანში, სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, 26 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ახალგაზრდა შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა.

გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ზომების დაუცველობის მიზეზით მოხდა. ქარხნის დირექტორის მტკიცებით კი, სამუშაო, რომელსაც გარდაცვლილი ასრულებდა, მის მოვალეობაში არ შედიოდა და დახმარების სურვილი თავად გამოთქვა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები