აფგან მუხთარლის საქმე

კალაძე: მუხთარლის ბრალდებები აბსოლუტურად გაუგებარი და დაუსაბუთებელია

აბსოლუტურად გაუგებარი და დაუსაბუთებელი ბრალდებებია, [აფგან მუხთარლის მხრიდან] ამიტომ ამაზე მე მგონი, სერიოზული საუბარი ჩვენი მხრიდან უხერხულიც კია. გამოძიებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიჟღერებია ჩვენი პოზიცია და დღესაც იგივე პოზიციაზე ვართ. მესმის, რომ ოპოზიციას უნდა ამ საკითხზე ქულები ჩაიწეროს და ამით სპეკულირებს, მაგრამ ბრალდებები, რომელიც გაისმა აბსოლუტურად არაარგუმენტირებულია, რაც ჩემთვის გარკვეულ ეჭვებს ბადებს. რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი განცხადებები მუხთარლის მხრიდან. დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ ჩვენს წარმომადგენლებს აზერბაიჯანში და ეს აჭიანურებს ამ საქმეს. ჩვენი მხრიდან საგამოძიებო კუთხით რა ნაბიჯებიც იყო გადასადგმელი, ეს ნაბიჯები გადადგმულია. ვიხილეთ შსს-ს შუალედური დასკვნა და ამ პროცესზე, ბუნებრივია, ვაგრძელებთ დაკვირვებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის მოცემულობა. 

კახა კალაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებას ეხმაურება. მუხთარლის თქმით, კრიმინალურ პოლიციას მისი გატაცების უფლება პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა მისცა და ამის შესახებ იცოდა ექსპრემიერმა ივანიშვილმაც. კალაძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები