ავიაკატასტროფა რუსეთში

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, სავარაუდოდ დაიღუპა 71 ადამიანი

Sky News

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც 65 მგზავრი გადაჰყავდა მოსკოვის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რადარებიდან გაქრა და ჩამოვარდა.

თვითმფრინავი ქალაქ ორსკში მიფრინავდა. ვარაუდობენ, რომ ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ექვსივე წევრი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით თვითმფრინავი სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები