ავიაკატასტროფა რუსეთში

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 16 ადამიანი

10 ოქტომბრის დილით რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბოლო ინფორმაციით, ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 20 - პარაშუტისტი. დაიღუპა 16 ადამიანი მათ შორის ორივე პილოტი, გადარჩენილი 6 მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.

რუსეთის საგანგებო მდგომარეობის სამინისტრომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის დროით 09:23- წუთზე მიიღო. გამოცემა Tass-ის წყაროს თანახმად, თვითმფრინავი აფრენის შემდეგ დაახლოებით კილომეტრი იფრინა და მალევე ჩამოვარდა.

საავიაციო სამსახურიზე დაყრდნობით, TASS-ი წერს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზეი მგზავრების რაოდენობის გადაჭარბება შეიძლებოდა გამხდარიყო. ასევე განიხილება თვითმფრინავის გაუმართაობის და ეკიპაჟის შეცდომის ვერსიებიც.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ დაშავებულებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე კონტროლი პირადად აიღო.

შემთხვევის ადგილზე მისულები არიან ცენტრალური ტრანსპორტის სამმართველოს საგამოძიებო კომიტეტის კრიმინალისტები. სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. ოპერაციაში 45 მაშველი და 15 ერთეული სამაშველო ტექნიკა მონაწილეობდა.

თვითმფრინავი 1987 წლიდან გამოიყენებოდა. თავდაპირველად მას სსრკ-ს სამხედრო ძალები იყენებდნენ. Let L-410-ის მოდელის თვითმფრინავი ჩეხური წარმოების ორძრავია თვითმფრინავია, რომელსაც 19-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

კომენტარები