ავიაკატასტროფა რუსეთში

რუსული თვითმფრინავის პროტოტიპი სატესტო ფრენის დროს ჩამოვარდა [VIDEO]

მოსკოვის ოლქში სატესტო ფრენის დროს  Ил-112В ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი სატესტო ფრენის დროს ჩამოვარდა.

რუსული სამთავრობო მედია РИА Новости-ის ცნობით, გარდაიცვალა ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი. კატასტროფა გამოიწვია ტექნიკურმა ხარვეზმა, რის გამოც თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი მოეკიდა.

Ил-112В სატესტო მოდელის ერთადერთი ეგზემპლარი იყო. მისი წარდგენა 22-28 აგვისტოს, საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმზე იგეგმებოდა.

კომენტარები