ავიაკატასტროფა რუსეთში

რუსეთში, კამჩატკასთან თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი 28-ვე ადამიანი

RIA

რუსეთში, კამჩატკის მხარეში თვითმფრინავი რეისით ზღვაში ჩავარდა. კამჩატკის საავიაციო უწყების თანახმად, რეისთან N251-ი კავშირი დაშვებამდე, დასახლება პალანამდე 9 კილომეტრის დაშორებით გაწყდა. თვითმფრინავი რადარებიდანაც გაქრა.

თვითმფრინავის ბორტზე 22 მგზავრი, მათ შორის 2 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. TASS-ის ინფორმაციით, მგზავრებს შორის იყო დასახლების ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლგა მოხირევა, ადმინისტრაციის სამობილიზაციო განყოფილების უფროსი, ალექსანდრ ანდრეიკინი და მისი ცოლი ფინანსური სამმართველოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლგა ანდრეიკინა.

თვითმფრინავის მფლობელი კომპანიის გენერალური დირექტორის, ალექსეი ხაბაროვის აღნიშნავს, რომ 1982 წელს გამოშვებული თვითმფრინავი АН-26 გაფრენამდე ტექნიკურად გამართული იყო.

რადარებიდან თვითმფრინავის გაქრობის შემდეგ, საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მოძრაობის უსაფრთხოების წესების და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო. კამჩატკის სატრანსპორტო პროკურატურა საქმეს იძიებს. გამოძიება ავიაკატასტროფის სამ ვერსიას განიხილავს: ცუდი ამინდი, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა და პილოტის შეცდომა.

კომენტარები