ლევან ვასაძე

პეტიციას, რომლითაც მასკს ლევან ვასაძის მარსზე წაყვანას სთხოვენ 1300 ხელმოწერა აქვს

https://www.change.org/p

ქართველებმა პეტიცია შექმნეს, რომლითაც ელონ მასკს ლევან ვასაძის მარსზე წაყვანას სთხოვენ. 

პეტიციას 1320 ხელმოწერა აქვს და უკვე, 100 ხელმოწერის ნაცვლად 1500 სჭირდება. 

ქართველებმა პეტიცია გუშინ შექმნეს და თან ელონ მასკს წერილიც დაუწერეს.

"ელონ,

პირველ რიგში გილოცავ Falcon Heavy-ს მისიას! ეს ჩვენთვის შთამაგონებელი მომენტი იყო და მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ.

ჩვენ, ქართველებს გვყავს ერთი ადამიანი ლევან ვასაძე, რომელიც ბიზნესმენია და სექსისტურ და ქსენოფობიურ მესიჯებს ავრცელებს ქვეყანაში. სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან ფინანსდება და ჩვენთვის, ყველასთვის დიდი ტკივილია.

დღეს, მისმა სკოლამ სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დაანონსა!!! ჩვენ არ გვინდა ასეთი ადამიანები ჩვენ გარშემო, გთხოვ დაგვეხმარე და წაიყვანე მარსზე!" - წერია პეტიციაში.

კომენტარები