ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

მინისტრის მოადგილე: ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით ისარგებლეთ

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს, რომელიც საერთო ძალისხმევის შედეგია. 

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და თავშესაფრის არალეგიტიმური მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ხშირად, მოქალაქეები შეცდომაში არიან შეყვანილი, ცრუ დაპირებებით კერძო პირების მხრიდან, რის შედეგადაც ქვეყნისთვის ზიანის გარდა, პირად ფინანსურ ზარალსაც იღებენ.

ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით ისარგებლონ, რაც გულისხმობს მხოლოდ ტურისტული და მოკლევადიანი, 90-დღიანი ვიზიტით შენგენის ქვეყნებში გამგზავრებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გერმანიის მხარის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მინისტრის იოაჰიმ შტამპის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადახედვას ითხოვს.

კომენტარები