ჯასტინ ტრუდო: "ხალხობრიობა" სულელური ხუმრობა იყო

Reuters

ოთხშაბათს კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი რეპლიკა სიტყვა "კაცობრიობის" ნაცვლად "ხალხობრიობის" გამოყენებასთან დაკავშირებით "სულელური ხუმრობა იყო".

"თქვენ ყველამ იცით რომ ჩემს ანგარიშზე მაინცდამაინც საუკეთესო ხუმრობები არ არის." თქვა მან.

"ეს კარგად გათამაშდა იმ ოთახში და იმ კონტექსტში, მაგრამ კონტექსტის გარეშე არც ისე კარგია და მცირე შეხსენებაა ჩემთვის, რომ არ უნდა ვიხუმრო მაშინაც კი, როცა სასაცილოდ მიმაჩნია" დაამატა ტრუდომ.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს ჯასტინ ტრუდომ ედმონტონში პრესკონფერენციაზე ქალს კითხვის დასმა შეაწყვეტინა, რომ მისთვის სიტყვა კაცობრიობა გაესწორებინა. 

"სჯობს ვთქვათ "ხალხობრიობა" [peoplekind], არაა საჭირო კაცობრიობის [mankind] თქმა. ეს სიტყვა უფრო ინკლუზიურია,"- თქვა ტრუდომ. 

ტაშის დაკვრისა და ქალის მიერ ბოდიშის მოხდის შემდეგ კი, ტრუდომ განაცხადა, რომ "ჩვენ ყველა ერთმანეთისგან ვსწავლობთ".

ტრუდოს ამ რეპლიკას აზრთა სხვადასხვაობა და დებატები მოჰყვა.

კომენტარები