საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე: 2018 წელს, თბილისში კიდევ 100 ახალ ავტობუსს შემოვიყვანთ

GHN

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2018 წელს დედაქალაქში კიდევ 100 ახალ ავტობუსს შემოიყვანენ. კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება ახალი ავტობუსებით.

"ბიუჯეტში გამოვნახეთ იმის შესაძლებლობა, იმისა, რომ წელსვე შემოვიყვანოთ სულ მცირე ასი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს, შევუქმნათ პირობები, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული. გარდა ამისა, ძველი ავტობუსების პარკი გამონაბოლქვის თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარომოადგენს ქალაქისთვის. ახალი ასი ავტობუსი ნაწილობრივ შეამსუბუქებს არსებულ გარემოებას.

ჩვენს დაპირებას აუცილებლად შევასრულებთ და მომდევნო წლებში სრულად ჩანაცვლდება ყვითელი ავტობუსები ახალი, ეკოლოგიურად სუფთა თანამედროვე ავტობუსებით" - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ 4 წლის განმავლობაში,
დედაქალაქში 700 ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, თბილისში Man-ის ფირმის 143 ახალი, ლურჯი ავტობუსი მოძრაობს.

კომენტარები