Facebook

ნახატის გამო წაშლილი გვერდი - სასამართლო დავა Facebook-სა და ფრანგ მასწავლებელს შორის

designboom.com

Facebook-სა და ფრანგ მასწავლებელ ფრედერიკ დურან-ბაისას შორის სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

2011 წლის 27 თებერვალს ფრანგს მასწავლებელს მოულოდნელად Facebook ექაუნთი გაეთიშა, მას შემდეგ, რაც საკუთარ გვერდზე 1866 წელს გუსტავ კორბეს მიერ დახატული "სამყაროს საწყისი" ატვირთა.


ფოტო: designboom.com/

საქმის განხილვა მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში Facebook იბრძოდა იმისთვის, რომ საქმე ამერიკის სასამართლოს განეხილა.

"ერთი მხრივ Facebook სრულად უშვებს ძალადობას საკუთარ გვერდზე, მეორე მხრივ კი, მეტისმეტ ყურადღებასა და მოკრძალებას იჩენს სხეულისა და სიშიშვლის მიმართ" - თქვა ფრანგი მასწავლებლის ადვოკატმა მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ საქმის განხილვა საფრანგეთში დაიწყებოდა.

კომენტარები