კრიმინალი

შსს: ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის კიდევ ერთი პირი დავაკავეთ

flickr

ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1994 წელს დაბადებული გ.ჭ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით აიყვანეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ყ.-მ, თანმხლებ პირთან - გ.ჭ.-სთან ერთად, თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - აცხადებს შსს.

სამართალდამცველებმა ჯერ 1988 წელს დაბადებული ლ.ყ. დააკავეს, რამდენიმე საათში კი, 1994 წელს დაბადებული გ.ჭ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი 4 თებერვალს მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა.

კომენტარები