საბერძნეთი

საბერძნეთში მაკედონიის საკითხზე გამართულ აქციაზე 140,000 ადამიანი გამოვიდა

CNN

კვირას ათენის ქუჩებში 100,000-ზე მეტი ადამიანი მაკედონიის საკითხთან დაკავშირებით შესაძლო კომპრომისის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციაზე ჩანდა ბანერები წარწერით "მაკედონია ბერძნულია". პოლიციის განცხადებით მომიტინგეთა რიცხვმა 140,000-სს მიაღწია.

პროსტესტი საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას მოჰყვა. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც 1991 წელს მაკედონიამ დამოუკიდებლობაა მოიპოვა. საბერძნეთი ქვეყნის მიერ ამ სახელის მიღებას ეწინააღმდეგება, რადგან ამან შესაძლოა მაკედონიის მხრიდან საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე იგივე სახელწოდების რეგიონზე პრეტენზიის გამოთქმა გამოიწვიოს. მაკედონია მსგავს განზრახვას უარყოფს.

მომიტინგეების განცხადებით მათი მეზობლები სლავები არიან და საბერძნეთის მაკედონიასთან არავითარი ლინგვისტური და კულტურული კავშირი არ აქვთ. მაკედონიელების თქმით ისინი ძველი მაკედონიის სამეფოს ნაწილში ცხოვრობენ და მასთან კულტურული კავშირი აქვთ.

საბერძნეთის პროტესტის გამო 1993 წელს მაკედონია გაეროს "ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის" სახელით შეუერთდა. საბერძნეთი მეზობლის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებსაც ბლოკავდა, თუმცა ახლა ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ქვეყნების ლიდერების თქმით დავის გადაჭრის მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.

კომენტარები