სირია

სირიაში მეამბოხეებმა რუსული SU-25 ჩამოაგდეს

AFP

სირიაში იდლიბის პროვინციაში მეამბოხეებმა რუსული თვითმფრინავი Sukhoi-25 ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, თუმცა ის მეამბოხეებთან ბრძოლაში დაიღუპა.

უცხოური მედიის ცნობით, სოციალურ მედიაში მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯიჰადისტურმა დაჯგუფება Tahrir al-Sham-მა აიღო.

სირიის მთავრობამ, რუსული საჰაერო ძალების მხარდამჭერით, იდლიბის პროვინციაში, მეამბოხეების წინააღმდეგ მასშტაბური იერიში დეკემბერში დაიწყო.

კომენტარები