ვლადიმირ პუტინი

პუტინი: თუ არჩევნები წავაგე კომბაინის მემანქანედ წავალ

Sputnik

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა როსტოვში კომპანია Rostselmash-ის ქარხანაში მდებარე ხორბლის კომბაინის სიმულატორზე განაცხადა, რომ თუ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს კომბაინის მემანქანე გახდება. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტსაა დაგეგმილი.

პუტინი რუსეთს 1999 წლის 31 დეკემბრიდან მართავს.

პუტინი პრეზიდენტის ვადებზე საკონსტიტუციო ჩანაწერის გამო 2008-2012 წლებში რუსეთის პრემიერმინისტრი იყო, 2012 წლიდან კი ისევ პრეზიდენტის პოსტზეა.

პუტინმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით ლეონიდ ბრეჟნევსაც გაასწრო, რომელიც საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი 1964 წლის 14 ოქტომბრიდან 1982 წლის 10 ნეომბრამდე, 6602 დღის განმავლობაში იყო.

 

კომენტარები