ავტოავარია

NBA-ს ვარსკვლავი რასუალ ბატლერი და მისი ცოლი ავტოავარიაში დაიღუპნენ

Variety.com

NBA-ს ყოფილი მოთამაშე, რასუალ ბატლერი და მისი ცოლი ლია ლებელი ავტოავარიაში დაიღუპნენ.

TMZ sport-ის ცნობით, 38 წლის ყოფილი კალათბურთელი დაახლოებით დილის 10 საათზე საკუთარ მანქანას მართავდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა. მანქანაში მასთან ერთად მხოლოდ ცოლი იჯდა. 


ფოტო: ladbible.com

38 წლის რასუალ ბატლერი და 31 წლის ლია ლებელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.

რასუალ ბატლერმა საკალათბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა, ის ბოლოს სან ანტონიო სპურსში თამაშობდა. 

კომენტარები