ენერგეტიკა

2017 წელს ელექტროენერგიის იმპორტი სამჯერ გაიზარდა

GETTY

2017 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 1.5 ტერავატი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 3.1-ჯერ მეტია. იმპორტის ასეთი ზრდა გამოწვეული იყო ქვეყანაში მოხმარების 7%-იანი ზრდითა და ზამთრის პერიოდში 7%-ით შემცირებული ჰიდროგენერაციით. ამ მიზეზთა გამო იმპორტმა ქვეყნის მთლიანი მოხმარების 11% შეადგინა. 

Galt&Taggart-ის ინფორმაციიით, საქართველომ ელექტეროენერგია შემდგი ქვეყნებიდან შეისყიდა: აზერბაიჯანი (61.3%), რუსეთი (30.2%) და სომხეთი (8.5%).

2017 წლის ჯამურმა მიწოდებამ, ადგილობრივი წარმოებისა (11.5 ტვტ.სთ.) და იმპორტის (1.5 ტვტ.სთ.) ჩათვლით, 13.0 ტვტ.სთ. (+8.1% წ/წ) შეადგინა. ჯამური მიწოდების 91.0% მოხმარებულ იქნა ქვეყნის შიგნით, 5.3% გავიდა ექსპორტზე, 3.7% კი ელექტროსადგურების საკუთარ მოხმარებაზე და ქსელის დანაკარგებზე დაიხარჯა.

კომენტარები