დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავში 500 კილო კოკაინი აღმოაჩინეს

border force

ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავში 50 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების 500 კილო კოკაინი აღმოაჩინეს. ნარკოტიკები 15 ჩემოდანში იყო დამალული. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტადან ჰემფშირში ჩაფრინდა.

პოლიციამ უმაღლესი ხარისხის ნარკოტიკების გადაზიდვის ბრალდებით, სულ 5 პირი დააკავა, მათ შორის ორი ბრიტანელი, ორი ესპანელი და ერთიც - იტალიელი. საქმესთან დაკავშირებით, თვითმფრინავის ეკიპაჟის ყველა წევრი დაკითხეს. 

დიდ ბრიტანეთში ამ რაოდენობის ნარკოტიკების ამოღების ფაქტი წლების მანძილზე არ დაფიქსირებულა.

კომენტარები