ცნობილი ადამიანები

35 წლის ასაკში GLEE-ს მსახიობი მარკ სელინგი გარდაიცვალა

The Hollywood Reporter

35 წლის ასაკში სერიალ Glee-ს მსახიობი მარკ სელინგი გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, რამდენიმე მედიის ცნობით მსახიობმა თავი მოიკლა.

2017 წელს მარკ სელინგი სასამართლომ ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისთვის დამნაშავედ ცნო. მას პერსონალურ კომპიუტერში 50 000 - ზე მეტი ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ფოტო და ვიდეო მასალა აღმოუჩინეს, რომლის ღირებულებაც გავრცელებული ინფორმაციით 50 000 ამერიკულ დოლარს აღემატებოდა.

მარკ სელინგზე სასამართლომ საქმე ჯერ კიდევ 2015 წელს აღძრა, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს მსახიობი უდანაშაულოდ სცნეს, საქმის განხილვა მაინც გაგრძელდა.

კომენტარები