დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2017 წელს 2016-თან შედარებით ოჯახში ძალადობის 787-ით მეტი საქმე დარეგისტრირდა

usnews.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს ოჯახში ძალადობის საქმეზე 2143 დანაშაული დარეგისტრირდა, მათგან 1554 გაიხსნა. 

ეს რიცხვი არის 787 ფაქტით და 58.04%-ით მეტია, ვიდრე 2016 წელს, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის 126/1 ოჯახში ძალადობის მუხლით 2016 წელს 1356 საქმე დარეგისტრირდა, მათგან 909 გაიხსნა. 

რაც შეეხება დანაშაულს ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ (სისხლის სამართლის კოდექსის 171-176 მუხლები) - შსს-ის ცნობით, 2017 წელს პოლიციას 38 შემთხვევაში მიმართეს, მათგან 12 გაიხსნა. 

ეს გასულ წლის ანალოგიური დანაშაულის მაჩვენებელთან შედარებით +280%-ით მეტია - 2016 წელს ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ დანაშაულის 10-ჯერ დარეგისტრირდა, მათგან 2 გაიხსნა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა დღეს გამოაქვეყნა. უწყება ბოლო 2 წლის განმავლობაში დანაშაულის ერთიან მონაცემებს არ ასაჯაროებდა.

კომენტარები