ჭერის ჩამონგრევა ვარკეთილის მეტროში

უგულავა: ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს, ამაზე კივილით წინ ვერ წავალთ

მე მგონი, მთელი ეს დისკურსია პრობლემა. ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს ან ჩამოვარდეს. ამაზე პოლიტიკური კივილი, წარსულში ყურება, ნიშნის მოგება, "ასოების დატოლება" - ვინ უფრო მაგარია - ის წინაღობაა, ლიბრია თვალებში, რომელიც წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევს. ახლა რომ კმაყოფილები ვართ (და ქოცებს ნიშნის მოგებით, თუნდაც სამართლიანად, თავში ვურტყამთ, როცა აეროპორტის ან იუსტიციის სახურავს ვაძახებთ) ეგეც პრობლემაა. გულს ვიფხანთ, მაგრამ იმის იქით ვერ მივდივართ. ამ არაპარტიული არამედ უფრო ფართო გაგებით, ნაც-ქოცური დისკურსის ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბებაა საჭირო, თორემ მართლა დაგვემხობა ქვეყანა თავზე.

P.S. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა Facebook-ზე მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამოვარდნის ფაქტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც 11 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგურის გარემონტება 2017 წლის აგვისტოში დასრულდა, ექსპლუატაციაში კი სექტემბერში ჩაეშვა

კომენტარები