აშშ-რუსეთი

რუსული გამანადგურებელი აშშ-ის საზღვაო ძალების თვითმფრინავს 1,5 მეტრზე მიუახლოვდა

getty

ოფიციალური პენტაგონის განცხადებით, შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი Su-27 აშშ-ის საზღვაო სადაზვერვო ძალების თვითმფრინავს დაახლოებით 1,5 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა. ევროპაში აშშ-ის საზღვაო ძალებმა, რომელიც აშშ-ის ოპერაციებს აკონტროლებს რეგიონში, ფაქტი მოგვიანებით დაადასტურა.

ერთერთი ოფიციალური პირის განცხადებით, რუსული გამანადგურებელის მიზანი აშშ-ის საზღვაო ძალების თვითმფრინავის მისიის ნაადრევად დასრულება იყო. 

"SU-27 იმდენად მიუახლოვდა EP-3-ს, რომ მისი ბილიკი გადაკვეთა და ამერიკული ხომალდი იძულებული გახდა, SU-27-ის გამონაბოლქვში გაეკვლია გზა," - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპული დანაყოფის წარმომადგენელმა კაპიტანმა პამელა კუნზემ.

კუნზეს თქმით, დაბრკოლებამ 2 საათსა და 40 წუთს გასტანა.

"უსაფრთხო ქმედებები არასწორი გამოთვლებისა და საჰაერო შეჯახებების რისკს ზრდის," - აღნიშნა პამელა კუნზემ და დაამატა, რომ "ამერიკული საჰაერო ხომალდი საერთაშორისო ნორმების ფარგლებში მოძრაობდა და რუსული სამხედრო თვითმფრინავის პროვოცირება არ მოუხდენია."

შავი ზღვის რეგიონში რუსეთის, აშშ-სა და ნატოს სამხედრო ძალები ახლოს არის ერთმანეთთან განლაგებული. რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ განსაკუთრებით გააძლიერა თავის სამხედრო ნაწილი რეგიონში.

კომენტარები